ეკატერინე ლაღაძე – კომპანია იბეროს დამფუძვნებელი (საიდენტიფიკაციო კოდი: 53001048994)
“ყველა თავგადასავალი იწყება პირველი ნაბიჯით”
იბერო არის პირველი და ერთადერთი კომპანია რომელიც ამზადებს ფიტნეს სამკაულებს საქართველოში და ამარაგებს მთელ მსოფლიოს. ლოგო, რომელიც ჩვენს სამკაულებზეა გამოსახული, მამაკაცი და ქალი, წარწერით IFBB, ნიშნავს ინტერნაციონალურ ფიტნესისა და ბოდი-ბილდინგის ფედერაციას. თავიდან ლოგოზე გამოსახული იყო მხოლოდ მამაკაცი, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ფედერაციამ გენდერული თანასწორობის მიზნით გადაწყვიტა, რომ ლოგოზე მამაკაცთან ერთად ქალიც გამოესახა, როგორც ეს IBERO-ს ყველა სამკაულზეა ნაჩვენები.
ჩვენი მიზანია არა მარტო ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, არამედ ისიც, რომ დავეხმაროთ ხალხს ახალი მეგობრების შეძენაში.
სამკაულის ტარება შეუძლია ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაკავებულია ან სურვილი აქვს რომ დაკავდეს ფიტნესითა და ჯანსაღი ცხოვრების სტილით, რადგან ამ სამკაულის ტარებით ის აღნიშნავს ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართ სიყვარულს, იქნება ეს სავარჯიშო დარბაზში თუ დარბაზს გარეთ. ამ გზით კი სამკაული გამოგარჩევს სხვა ადამიანებისგან და გაგხდის განსაკუთრებულს.
მარტივად შევძლებთ საერთო ენის გამონახვას იმ ადამიანთან, რომელსაც ფიტნეს სამკაული ექნება გაკეთებული, რადგან მივხვდებით, რომ ის ჩვენი თანამოაზრეა და ბევრი საერთო ინტერესები გვექნება, ამ გზით კი შევიძენთ ბევრ სწორად არჩეულ მეგობარს, იქნებიან ეს გოგონები თუ ბიჭები.
ფიტნეს სამკაულის ტარებით ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას ავიღებთ საკუთარ თავზე, რომელიც მოემსახურება ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და დანერგვას ახალგაზრდებსა და მომავალ თაობებში და ამ გზით მაგალითს მივცემთ სხვებს, რომ აქციონ ჯანსაღი ცხოვრება ცხოვრების წესად.
შემოგვიერთდით
ელ.ფოსტა: sales@iberojewelry.com